გვარდიოლა: „ფიფა და უეფა ფეხბურთელებს კლავს“

0
6

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას თქმით, ფიფა და უეფა თავისი გადაწყვეტილებებით ფეხბურთელებს „კლავენ“.

„მოთამაშეები ადამიანები არიან და არა მანქანები. ვიცი, რომ ზოგიერთი მათგანი გულდაწყვეტილია, რადგან თამაში ყოველთვის უნდათ, მაგრამ ეს შეუძლებელია. შემადგენლობის როტაციას თუ არ მოვახდენ, მაშინ ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ და ისეთ მდგომარეობაში როგორც ახლა ვართ ვერ აღმოვჩნდებით.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს თამაში შეუძლიათ და მათ წარმოუდგენელი მენტალიტეტი აქვთ, მაგრამ დასვენება ჭირდებათ. ფიფა და უეფა მოთამაშეებს კლავენ. ეს ნამეტანია. სეზონის დაწყების შემდეგ, კვირის განმავლობაში დასვენები დღე არცერთხელ გვქონია. არ არსებობს მოთამაშე, რომელიც ამას როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად გაუძლებდა. ეს შეუძლებელია.

როდესაც როტაციას ვაკეთებ და ვიმარჯვებთ ამბობენ – ყოღაჩ პეპ გენიოსი ხარ. როტაციის შემთხვევაში თუ წავაგეთ ხალხი ამბობს: „რატომ? ის მოთამაშეები უნდა გამოეშვა მოედანზე რომელთაც ჩვეულებისამებრ ათამშებს“. თუმცა, ეს არათანმიმდევრულია“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური მედია.