ბერიძის მეცხრე გოლი უნგრეთის ჩემპიონატში

0
2

გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა.

27-ე ტურში „უიპეშტი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად „ჰონვედს“ დაუზავდა – 2:2.

ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 25-ე წუთზე, როდესაც ანგარიში სტუმრების სასარგებლოდ 1:0 იყო, ქართველმა მეორე გოლი გაიტანა.

მასპინძლებმა ორი საპასუხო გოლი პირველ ტაიმშივე გაიტანეს და ქულა გადაარჩინეს.

23 წლის ბერიძე 83-ე წუთზე შეცვალეს. მან ამ სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა. გიორგიმ უნგრეთის თასზე გამართულ ორ შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

„უიპეშტი“ 35 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.