ალაბა „ბაიერნის“ რეკორდსმენია

0
3

დავიდ ალაბაბ მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველის ფრანკ რიბერის რეკორდი გააუმჯობესა.

ავსტრიელმა მცველმა იმ ლეგიონერებს შორის რომელთაც ოდესმე კლუბში უთამაშიათ, ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა.

გუშინ, „ბაიერნმა“ „ლაიფციგს“ 1:0 აჯობა და სტუმართა რიგებში ალაბამ შეუცვლელად ითამაშა. მან მიუნხენელთა ღირსება ბუნდესლიგაში 274-ედ დაიცვა და რიბერის (273 მატჩი) ერთი თამაშით აჯობა.

ალაბა „ბაიერნში“ 2010 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 422 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.

ავსტრიის ნაკრების მცველს მიუნხენელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.