შენგელიას 11 ქულა და გამარჯვება “ხიმკისთან” ევროლიგაში

0
3

მოსკოვის ცსკა-მ, სადაც თორნიკე შენგელია გამოდის, ევროლიგის რეგულარუი სეზონის 33-ე ტურში “ხიმკის” უმასპინძლა და 97:72 გაიმარჯვა.

შენგელია სატარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:21 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11 ქულა, 4 მოხსნა (4-ვე დაცვაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ვერ გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 იყო.

ევროლიგაში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება და ცსკა-ს პლეი ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს. მოსკოველებს 32 თამაშში 22 მოგებითა და 10 წაგებით მე-2 პოზიცია უკავიათ და მომდევნო ტურში, 8 აპრილს, ფრანგულ “ლიონ-ვილერბანს” უმასპინძლებენ.