ხვიჩა კვარაცხელია:“მწვრთნელმა თამაშამდე მითხრა რომ გავიტანდი“

0
14

ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში თავის მოდანზე „სოჩი“ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 72-ე წუთზე შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია:“ძალიან დადებითი ემოცია მაქვს, რადგან გუნდმა გაიმარჯვა და კარგი გოლი გავიტანე. ჩემთვის ეს ძალიან კარგია“.

-ლეონიდ სლუცკიმ თამაშის მერე რა გითხრათ?

-მან მომილოცა. თამაშამდე მითხრა, რომ გოლს გავიტანდი და ასეც მოხდა.

-გამარჯვების შემდეგ გასახდელში როგორი ატმოსფერო იყო?

-გასახდელში ყოველთვის ძალიან პოზიტიური ატმოსფეროა, რადგან ერთი გუნდი და ოჯახი ვართ.

-სასტარტო შემადგენლობაში რატომ არ იყავით?

-ლეონიდ ვიქტოროვიჩს ვესაუბრა და უკეთესი იქნებოდა თუ პირველ ტაიმში დავისვენებდი, რადგან ნაკრებში ვითამაშე და შემდეგ შორ მანძილზე ფრენა მომიწია.

-ჯერ ესპანელებს გაუტანეთ, შემდეგ ბერძნებს და ახლა „სოჩის“. ამას როგორ ახერხებთ?

-არ ვიცი, ვმუშაობ. მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალებას მაძლევს.