გერმანული მედია: კვარაცხელიათი “ბაიერნი” დაინტერესდა

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა, იუწყება Express.de.

რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მადრიდის „რეალში“ ან „ბაიერნში“ აღმოჩნდება.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, პლუს 8 საგოლე პასი გააკეთა.

მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt 20 წლის ქართველს 10 მილიონ ევროდ აფასებს.

კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ქართველ ფეხბურთელს ურჩია, რომ ევროპაში „სევილიას“, „ატალანტას“ ან ლევერკუზენის „ბაიერის“ დონის კლუბში გადავიდეს.