„დინამო“ სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა

0
3

თბილისის „დინამო“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გალიდერდა.

მე-6 ტურის დასკვნით მატჩში გიორგი ნემსაძის შეგირდები ლიდერ გორის „დილას“ შეხვდნენ და 1:0 გაიმარჯვეს.

„დინამოდან“ ერთადერთი გოლი ლუკა გაგნიძემ გაიტანა, რომელმაც გორელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილის შეცდომით ისარგებლა და ზუსტად დაარტყა. მან თბილისელთა მაისურით თავი პირველად გამოიჩინა.

„დინამოს“ ანგარიშის გაზრდის შანსიც ჰქონდა, მაგრამ სერბმა ლეგიონერმა ზორან მარუშიჩმა, რომელიც ორჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩა თავისი შანსი ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, „დინამომ“ 3 ქულა დამსახურებულად აიღო და 13 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

დღეს, „საბურთალომ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „თელავი“ მიიღო და თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მე-6 ტურის შემდეგ, მეორე ადგილზე ბათუმის „დინამოა“, ხოლო მესამეზე  – „დილა“.