ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა “შარლოტთან”

0
2

“ინდიანა პეისერსმა”, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის . რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში “შარლოტთან” 97:114 დამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა პარკეტზე 10:47 წუთი გაატარა და 10 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა მოაგროვა.

გოგამ სამივე 2-ქულიანი ზუსტად ესროლა 2-იდან 1 სამქულიანი ჩააგდო და 3 საჯარიმოდან 1 ზუსტად ესროლა. აღსანიშნავია, რომ პლუს-მინუს გრაფაში ბითაძის კოეფიციენტმა 7 შეადგინა, რაც პეისერსში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

“ჰორნეტსს” მაილს ბრიჯესმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 23 ქულა, 10 მოხსნა. “პეისერსში” ყველაზე მეტი 16 ქულა კარის ლევერტმა დააგროვა.

“პეისერსს” 47 მატჩში 21 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 4 აპრილს, სტუმრად “სან ანტონიო სპურსთან” ჩაატარებს.