ბენზემა ლა ლიგაში მარტში საუკეთესოა

0
4

ესპანეთის ლა ლიგაში მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაასახელეს.

ფრანგმა ფორვარდმა გასულ თვეში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

33 წლის ბენზემა თავი „ატლეტიკოსთან“ (1:1) გამოიჩინა და ორ-ორი ბურთი როგორც „ელჩესთან“ (2:1), ასევე „სელტასთან“ (3:1) მატჩებში გაიტანა.

თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ბრძოლაში მან ლიონელ მესის („ბარსელონა“), იან ობლაკს („ატლეტიკო“), იუსეფ ენ-ნესირის („სევილია“), დანიელ ვასს („ვალენსია“), ბორხა ეგლესიასს („ბეტისი“) და ხერარდ მორენოს („ვილიარეალი“) აჯობა.

ბენზემამ ამ სეზონში ლა ლიგაში 24-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 17-ჯე აიღო, პლუს 6 საგოლე პასი გააკეთა.