„ტორპედოს“ ორი ახალწვეული

0
5

ქუთაისის „ტორპედომ“ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისელთა ღირსებას ნახევარმცველები ლაშა ჩალაძე და ფედორ სტუკალოვი დაიცავენ.

33 წლის ჩალაძე ბოლო 3 სეზონი ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, სადაც წელს 2-ჯერ ითამაშა, მაგრამ კარიერის გაგრძელება „ტორპედოში“ გადაწყვიტა.

ის საქართველოს ჩემპიონატში ასევე მარტვილის „მერანში“, „შუქურაში“, „სამტრედიაში“, „გურიაში“, ფოთის „კოლხეთში“ და „ცხინვალში“ გამოდიოდა.

24 წლის სტუკალოვი რუსეთის მოქალაქეა და „ტორპედოში“ გადასვლამდე სომხეთის ჩემპიონატში ერევნის „არარატში“ გამოდიოდა.