„სამტრედიას“ პირველი გამარჯვება სეზონში

0
8

„სამტრედიამ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში მოიგო.

მე-6 ტურში სამტრედიელები წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ „სამგურალს“ დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს.

მატჩში ანგარიშის გახსნის პირველი შანსი „სამგურალს“ ჰქონდა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში თავის მოედანზე პირველი თამაში ჩაატარა, მაგრამ 26-ე წუთზე პენალტი სერგო კუხიანიძემ ვერ გაიტანა.

სტუმრებს მათე კვირკვიამ მოაგებინა, რომლის დარტყმი შემდეგ 71-ე წუთზე ბურთი მასპინძლების კარში აღმოჩნდა.

გია ცეცაძის გუნდმა პირველი 3 ქულა მოიპოვა, ხოლო უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა ჯერ გამარჯვების გემო არ იციან.

დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა – ქუთაისის “ტორპედომ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.