რამოსი „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს

0
16

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება.

35 წლის ფეხბურთელა მარცხენა ფეხის ორთავა კუნთი დაიზიანა და წინასწარი პროგნოზით ერთი თვე ვერ ითამაშებს.

თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მაშინ რამოსი 10 აპრილს ესპანეთის ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ გასამართ „ელ კლასიკოს“ და ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან“ ჩასატარებელ ორივე მეოთხედფინალს გამოტოვებს.

შეგახენებთ, რომ მუხლზე გაკეთებული ოპერაციისა და ორთვიანი პაუზის შემდეგ, რამოსმა ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა.