ქართველმა კალათბურთელმა გოგონებმა Jr.NBA-ს ონლაინ სესიაში მიიღეს მონაწილეობა

0
4
r. NBA-ს პროგრამის ფარგლებში – “Her Time To Play Day” საქართველოს გოგონათა 18 და 16-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრები ქალთა ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის – WNBA-ს ყოფილ მოთამაშეს, ჩემპიონსა და არაერთი „ოლ სტარის“ მონაწილეს, ტიშა პენიჩეიროს შეხვდნენ.
სესია ზუმის მეშვეობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. WNBA-ს კეთილი ნების ელჩმა და ყოფილმა პორტუგალიელმა მოთამაშემ ქართველ კალათბურთელ გოგონებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ისაუბრა და ასევე უპასუხა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.
Jr. NBA-ს აღნიშნულ სესიაზე მონაწილეობის მიღება OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო.

ნინო ყიფშიძე (ქალთა კალათბურთის კავშირის პრეზიდენტი): საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ძალიან მომეწონა და იმედია, დადებითად იმოქმედებს გოგონებზე. ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა კალათბურთელი უნდა ჩაერთოს ასეთ აქტივობებში, რადგან ეს მათი მომავალი განვითარებისთვის და წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა გოგონებმა უნდა გაიაზრონ, რომ წარმატების მიღწევა იოლი არ არის და ამისთვის დიდი შრომა უნდა გასწიონ. მათ ბევრი წინაღობის დაძლევა მოუწევთ, მაგრამ თუ ნამდვილად უყვართ რასაც აკეთებენ, აუცილებლად უნდა მისდიონ თავიანთ მიზნებს ბოლომდე.

ნოი ცომაია:  დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია შეგვძინა, რომ ბევრი ვიშრომოთ, ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი და მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, შევძლოთ ჩვენი მიზნების მიღწევა.

ხატია ქებურია: ამ სესიამ დაგვანახა რომ WNBA-ს  კალათბურთელებსაც იგივე გამოწვევების დაძლევა უწევთ ცხოვრებაში, რაც ჩვენ გვაქვს. ამ სირთულეების მიუხედავად, უნდა გვქონდეს მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მიზნებისკენ სწრაფვა. ამასთან ერთად, ამ ყველაფრისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ.