ხავი თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელია

0
2

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ხავი, რომელიც ამჟამად „ალ სადის“ თავკაცია, კატარის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

განვლილ თვეში ხავი გაწვრთნილებმა სამი თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

ფეხბურთის 41 წლის ესპანელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო დამრიგებლად მეოთხედ აღიარეს. მანამდე, ის სექტემბერში, ოქტომბერში და იანვარში გამოარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხავის გაწვრთნილი „ალ სადი“ კატარის ჩემპიონი ნაადრევად გახდა, ხოლო მიმდინარეში გათამაშებას 51 ქულით ლიდერობს და ჯერ თამაში არ წაუგია.

„ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, ხავი „ალ სადში“ 2015-2019 წლებში თამაშობდა, ხოლო 2019 წლიდან გუნდს ავარჯიშებს.