ბათუმის ახალ სტადიონზე ჰიბრიდული საფარის დაგება გრძელდება

0
4

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გრძელდება ჰიბრიდული მინდვრის მოწყობა. საფარის დაგების სამუშაოებს, სამშენებლო კომპანია “ანაგის” კონტრაქტორი, სპორტული მინდვრების მომწყობი, მსოფლიოში ლიდერი კომპანია SIS Pitches აწარმოებს.

კომპანიას საფარის მოწყობა განხორციელებული აქვს ისეთი ტურნირებისთვის, როგორიც არის: მსოფლიო 2018 წლის  ჩემპიონატი ფეხბურთში, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგის ფინალები, 2019 წლის აფრიკის ერთა თასი და სხვა.

საფარის მოწყობის სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ანაგი” საკუთარი ხარჯებით ახორციელებს.