„რუბინის“ გენდირექტორი:“მალე ხვიჩას მოთხოვნით ფაქსებს დასტებად მივიღებთ“

0
9

ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორის რუსტემ საიმანოვის განცხადებით, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია კლუბში შეინარჩუნოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მალე ხვიჩას მოთხოვნით ფაქსებს დასტებად მივიღებთ.

კარგად გამოგეთ, მას ხომ უხეშად რომ ვთქვათ 20 წელი გუშინ შეუსრულდა. ის 19 ასაკში ათამაშდა და სასკოლო ჩანთა გვერდით ცოტა ხნის წინ გადადო.

ტალანტია და ძალიან მსურს, რომ შემდეგ სეზონშიც ჩვენთან ითამაშოს. მაქსიმუმ ძალისხმევას გავიღებ, რომ კლუბში დარჩეს. თუმცა, ისიც მესმის, რომ ჩვენთან ძალიან დიდი ხანი მისი დაყოვნება არ შეიძლება. მზად ვარ დიბალაში გავცვალო (იცინის)“ – იუწყება საიმანოვის სიტყვებს რუსული მედია.

გარემარბმა კვარაცხელიამ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა – ესპანეთთან (1:2) და საბერძნეთთან (1:1).

მან მიმდინარე სეზონში „რუბინში“ რუსეთის პრემიერ ლიგაში 20-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, პლუს 8 საგოლე პასი გააკეთა.