გიორგი აბურჯანია:”ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო”

0
44

გიორგი აბურჯანიას მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს გამართლების შემთხვევაში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის განვლილ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვება შეეძლო.

მან ამის შესახებ სტუმრად საბერძნეთთან 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი აბურჯანია: „ურთულესი კალენდარი გვქონდა, სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი, ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა თუ რა მიმართულებით ვითარდება.

პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, უფრო მეტად, რომ გაგვმართლებოდა ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში იყო.”