ესპანეთმა კოსოვოს აჯობა

0
4

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

საქართველოს ნაკრებთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, ლუის ენრიკეს შეგირდებმა შინ კოსოვოს 3:1 აჯობეს.

შეხვედრის 34-ე წუთზე ანგარიში დანი ოლმომ გახსნა, ხოლო ორ წუთში ფერან ტორესმა მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

70-ე წუთზე კოსოვოელმა ჰალიმიმ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა, მაგრამ 5 წუთის შემდეგ ხერარდ მორენომ სტუმრები კიდევ ერთხელ დაამწუხრა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში ზედიზედ 66 თამაშია არ წაუგია – 51 გამარჯვება და 14 მარცხი. ბოლოს ესპანელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1993 წელს დანიასთან დამარცხდნენ – 0:1.