ბითაძის 7 ქულა და მარცხი „მაიამისთან“

0
3

„ინდიანა პეისერსი“, რომელშიც გოგა ბითაძე გამოდის, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში შინ „მაიამისთან“ 87:92 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელმა მოედანზე 11 წუთი გაატარა და 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ბითაძემ 5-დან 2 ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო. ბოლო 5 შეხვედრაში 21 წლის ქართველი 11,8 წუთში საშუალოდ 8 ქულას, 4 მოხსნა და 1,2 დაფარებას აგროვებს.

„ინდიანა“ 21 გამარჯვებით და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს „შარლოტ ჰორნეთსთან“ ითამაშებს.