უეფამ მაყურებლების დასწრებაზე შეზღუდვა გააუქმა

0
6

უეფამ თავისი ეგიდით ჩატარებულ მატჩებზე სტადიონებზე მაყურებლების დასწრებაზე არსებული შეზღუდვა გააუქმა. ამის შესახებ ევროპული მმართველი ორგანოს პრესსამსახური იუწყება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უეფას ეგიდით გამართულ შეხვედრებზე მაყურებელთა რაოდენობა სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტი უნდა ყოფილიყო.

შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, მაისის ბოლომდე სტადიონზე სტუმარი გუნდის ქომაგები არ დაიშვებიან.

„გამომდინარე იქიდან, რომ უეფაში შემავალ 55 ეროვნულ ასოციაციაში ეპიდემიოლოგიური ვითარება განსხვავდება, მაყურებლების სტადიონზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიიღონ. შესაბამისად, უეფას შეზღუდვა, რომელიც სტადიონის მაყურებლებით 30 პროცენტის შევსებას ითვალისწინებდა გაუქმებულია.

ამასთანავე, უეფას სურვილია, რომ მიიღონ ჭკვიანური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები, რათა COVID-19-თან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და გაითვალისწონონ სატრანსპორტო შეზღუდვები.

ამიტომ, უეფას აღმასკომის წინადადებაა, რომ ძალაში დარჩეს 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად გულშემატკივრებს უეფას ტურნირებზე გამგზავრება საკლუბო შეჯიბრებების ფინალებამდე ეკრძალებათ, მაგრამ არა ფინალების ჩათვლით“ – ნათქვამია უეფას განცხადებაში.