შენგელიას 14 ქულა, ცსკა-მ პლეი-ოფი გაინაღდა

0
8

მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებას თორნიკე შენგელია იცავს ევროლიგის პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

32-ე ტურში მოსკოველები სტუმრად სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შეხვდა და 86:74 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ცსკა-ს სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28:44 წუთი ითამაშა.

შენგელიამ 14 ქულა, 3 შედეგიანი პასი, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 იყო.

მოსკოველთა რიგებში ვოიტმანი გამოირჩა, რომელმაც თავის გუნდს 21 ქულა შესძინა.

ცსკა-მ ევროლიგაში ჩატარებული 31 თამაშიდან 21 მოიგო და 9 წააგო. არმიელები 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან და 1/8-ფინალში თამაში გაინაღდეს.