რონალდუს მსოფლიო რეკორდს 6 გოლი აშორებს

0
12

კრიშტიანუ რონალდუს 6 გოლი აკლია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე გატანილი ბურთების რაოდენობით რეკორდსმენი გახდეს.

გუშინ, მსოფლიო 2022 წლის პირველობის შესარჩევ ციკლში პორტუგალიამ სტუმრად ლუქსემბურგი 3:1 დაამარცხა, ხოლო რონალდუმ თავის ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ მას ლუქსემბურგთან შეხვედრამდე ბოლო 4 მატჩში პორტუგალიელთა მაისურით მეტოქეთა კარი არ აუღია.

რონალდუს ანგარიშზე 103 გოლია და ის 6 ბურთით ჩამორჩება ირანელ ალი დაეის, რომელიც დღესდღეობით რეკორდსმენია.

პორტუგალიელთა ნაკრების კაპიტანმა მეტოქეთა კარი 103-ჯერ 173 შეხვედრაში აიღო.

აღსანიშნავია, რომ რონალდუ პორტუგალიის ნაკრების მაისურით გოლებს ზედიზედ 18 წლის განმავლობაში იტანს. მან პირველად თავი 2004 წელს გამოიჩინა. კრიშტიანუსთვის ყველაზე შედეგიანი 2019 წელი იყო, როდესაც 14 მატჩში თავი 10-ჯერ გამოიჩინა.