ინსინიე მარტში სერია A-ში უკონკურენციოა

0
10

ლორენცო ინსინიე სერია A-მ მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, რასაც ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება.

„ნაპოლის“ 29 წლის თავდამსხმელმა მარტში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ინსინიეს კუთვნილ ჯილდოს 3 პარილს სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლი“- „კროტონეს“ მატჩის წინ გადასცემენ.

ლორენცომ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 13 გატანილი გოლის გარდა, 8 საგოლე პასი მიითვალა.

ის „ნაპოლის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2009-2010 წლების სეზონიდან თამაშობს – 386 შეხვედრაში 103 გოლი გაიტანა.