„შუქურაში“ “სიტის” ყოფილი ფეხბურთელი ისინჯება

0
5

ქობულეთის „შუქურაში“ განელი ლეგიონერი კოლინს ტეინორი ისინჯება.

23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი 2016-2020 წლების სეზონებში „მანჩესტერ სიტის“ საკუთრება იყო, მაგრამ ინგლისურ კლუბში არასოდეს უთამაშია.

ის 2016-2018 წლებში იჯარით დანიის „ნორსიელანდში“ გამოდიოდა.

2018 წლის მეორე ნახევარში ბელგიის „ბეერსხოტში“ გაანათხოვრეს, 2018-2019 წლების სეზონის პირველ ნახევარში – დანიის „ჰობროში“, ხოლო 2019 წელი დანიის რანგით მეორე დივიზიონი „ტისტედში“ დაასრულა.