ოთარ კიტეიშვილი:”ჩვენი მიზანი საბერძნეთთან ქულების მოპოვებაა”

0
3

ოთარ კიტეიშვილის თქმით, საქართველოს ნაკრების მიზანი საბერძნეთთან მატჩში ქულების მოპოვებაა.

მან ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში 31 მარტს სტუმრად ბერძნებთან ჩასატარებელ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ოთარ კიტეიშვილი:”საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა. ვთვლი, რომ ხვალ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს მიზანს მივაღწევთ.

რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები.”

საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 31 მარტს სალონიკის ტუმბა არენაზე თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ