გასპერინი იტალიაში ისევ საუკეთესოა

0
7

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამის შესახებ ბერგამოული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

იტალიელი მწვრთნელების ასოციაციამ 63 წლის სპეციალისტი საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ დაასახელა.

გასპერინი საპატიო ჯილდო „ოქროს სკამი“ პირველად 2018-2019 წლების სეზონში მიიღო.

კოლეგების არჩევანზე გავლენა გასულ სეზონში გასპერინის მიერ გაწვრთნილი „ატალანტას“ ბრინჯაოს მედლებმა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლამ იქონია.

გასპერინი „ატალანტას“ სათავეში 2016 წელს ჩაუდგა და ბოლო 2 სეზონის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გაიყვანა. მისი ხელმძღვანელობით „ატალანტამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშა.