ბითაძის 8 ქულა „ვაშინგტონთან“ წაგებულ მატჩში

0
10

„ინდიანა პეისერსი“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, მიჯრით მოგებული 2 შეხვედრის შემდეგ, სტუმრად „ვაშინგტონ უიზარდსთან“ 124:132 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე ამჯერადაც მცირე დრო გაატარა – 7 წუთზე ოდნავ მეტი.

მან 8 ქულა, 1 შედეგიანი პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 2 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„უიზარდსს“ რასელ ვესტბრუკმა ულიდერა, რომელმაც თავის ანგარიშზე 35 ქულა, 21 ზუსტი პასი და 14 მოხსნა ჩაიწერა.

ის ნაციონალური საკალათბურთო ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც სამმაგი დუბლი 35-ეზე მეტი ქულით და 20-ზე მეტი შედეგიანი პასით შეასრულა.

ვესტბრუკმა „ვაშინგტონში“ ჩატარებულ 38 თამაშში 16 სამმაგი დუბლი გაიფორმა და დარელ უოკერის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 1987-1991 წლებში 283 შეხვედრაში 15 სამმაგი დუბლი მიითვალა.

ვესტბრუკმა კარიერაში 162 სამმაგ დუბლს მოუყარა თავი და მხოლოდ ოსკარ რობერტსონი სჯობს 182 სამმაგი დუბლით.