აგუერო „სიტიდან“ მიდის – არგენტინელს ძეგლს დაუდგამენ

0
3

სერხიო აგუერო მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

არგენტინის ეროვნული ნაკრების 32 წლის ფორვარდს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და მხარეები ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებენ.

„სიტიმ“ აგუერო 2011-2012 წლების სეზონის წინ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა.

მან მანჩესტერელთა რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 384 მატჩში 257 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მანამდე, „სიტის“ საუკეთესო მეგოლე ერიკ ბრუკი იყო, რომლის რეკორდმა 78 წელი გაძლო.

აგუერომ „სიტის“ მაისურით ინგლისის პრემიერ ლიგა 4-ჯერ მოიგო, ინგლისის ასოციაციის თასს ერთხელ დაეუფლა, ინგლისის ლიგის თასი ერთხელ მოიპოვა, ხოლო 3-ჯერ ინგლისის სუპერთასი ერთხელ აღმართა.

მანჩესტერელთა პრეზიდენტის ჰალდონ ალ-მუბარაქის ინფორმაციით, აგუეროს კლუბის საშინაო სტადიონის ტერიტორიაზე ძეგლს დაუდგამენ.

მანამდე, “სიტის” მეპატრონეებმა ანალოგიურ გადაწყვეტილება ვენსან კომპანისა და დავიდ სილვასტან დაკაშირებით მიიღეს, რომელთა ძეგლებზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.