რამაზ სვანაძის წარმატებული დებიუტი 21-წლამდელებში

0
4

რამაზ სვანაძის დებიუტი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარმატებული აღმოჩნდა.

დღეს, ქართველი ახალგაზრდები გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბელარუს თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 4:1 გაიმარჯვეს.

მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში გულიაშვილმა გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა,  ხოლო მე-13 წუთზე სუპრანოვიჩმა თანაფარდობა აღადგინა – ბელარუსმა ფეხბურთელმა თავისი გუნდის მიერ გათამაშებული რამდენიმესვლიანი კომბინაცია საჯარიმო გარედან ზუსტი დარტყმით დაასრულა. პირველ ტაიმში მეტო გოლი აღარ გასულა.

53-ე წუთზე ქართველები იაკობიძემ დააწინაურა, რომელმაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით დაარტყა და ბურთი ვიდრე კარში აღმოჩნდებოდა, ბელარუს მცველს შეეხო.

მე-60 წუთზე გულიაშვილმა დუბლი შეასრულა – მეტოქის საჯარიმოს ფარგლებს გარედან “ცაციათი” ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

84-ე წუთზე ბელარუსი მცველი თავის საჯარმოსთან ახლოს გადაცემის გაკეთების დროს შეცდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შეყილაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:

მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, ხვადაგიანი, გიგაშვილი, კალანდაძე, ხარაიშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია (კ), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე.