შვედეთმა სტუმრად კოსოვოს შანსი არ დაუტოვა და გალიდერდა

0
6

შვედეთის ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში გალიდერდა.

მეორე ტურში შვედები სტუმრად კოსოვოს შეხვდნენ და 3:0 გაიმარჯვეს. მატჩის მე-12 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასის შემდეგ, ანგარიში აუგუსტინსონმა გახსნა.

35-ე წუთზე თავი ისაკმა გამოიჩინა და სტუმრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

70-ე წუთზე ლარსონმა პენალტი ზუსტად შეასრულა და შვედების გამარჯვება კიდევ უფრო გაამყარა.

იანე ანდერსონის გუნდის ორ მატჩში მოპოვებული 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და მომდევნო თამაშს 2 სექტემბერს შინ ესპანეთთან ჩაატარებს.

კოსოვოს ქართველების მსგავსად ქულა არ აქვს და 31 მარტს მესამე ტურში ესპანეთს გასვლაზე შეხვდებიან.