სანიოლმა აზაროვი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა

0
0

ვილი სანიოლმა ბათუმის „დინამოს“ მარცხენაფლანგელი ირაკლი აზაროვი საქართველოს ეროვნული ნაკრებში მიიწვია.

ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელი გუნდს დღეს შეუერთდება და 31 მარტს სალონიკში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთსა და საქართველოს შორის გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება.

აზაროვი ბათუმის „დინამოში“ მიმდინარე სეზონის წინ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა და 5 თამაში ჩაატარა.

ევრო-2021-ს შესარჩევში მან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 5-ჯერ იასპარეზა.