„რუბინის“ გენდირექტორი:“კვარაცხელიას გაყიდვას არ ვგეგმავ“

0
3

ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი საქართველოს ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ესპანელების კარში გატანილ გოლს გამოეხამურა.

„ამ გოლის შემდეგ მისი ფასი გაიზარდა თუ არა? სიმართლე გითხრათ არ ვიცი. სატრანსფერო ფასს თვალს არ ვადევნებ. ჩემთვის ხვიჩა სასტარტო შემადგენლობის მყარი მოთამაშეა. მისი წარმატება ძალიან მიხარია. მომწონს მისი კარიერა როგორ ვითარდება.

ფასი რატომ უნდა გაზრდილიყო? მე ხომ მისი გაყიდვის ამოცანა არ მაქვს. ჩემი მიზანი ხვიჩას „რუბინშ“ დატოვებაა, რადგან მინდა აქ რაც შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ითამაშოს“ – განაცხადა საიმანოვმა sport-express.ru-სთან საუბარში.

20 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „რუბინში“ 20-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

მან კარიერაში ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.