ლუის ენრიკე:“საქართველოს მსგავს გუნდებთან უფრო ვწვალობთ“

0
2

ლუის ენრიკეს თქმით, ესპანელები საქართველოს ნაკრების მსგავს გუნდებთან უფრო წვალობენ, ვიდრე შვეიცარიასთან, გერმანიასთან ან უკრაინასთან.

„ფურია როხას“ თავკაცმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სტუმრად მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოგებული (2:1) მატჩის მერე განაცხადა.

„პირველ ტაიმში სიმამაცე არ გვყოფნიდა, ხოლო მეორეში უფრო მეტი მომენტები შევქმენით, რაც მეტოქის დაღლამ გამოიწვია. საბოლოო ჯამში ოლმომ გაიტანა, რაც საუცხოოა. ჩემი აზრით, კოსოვოს წინააღმდეგ მსგავსი მატჩი გველოდება.

ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მეტოქეები ქულებს იოლად არ გვაძლევენ. საქართველოს მსგავს გუნდებთან უფრო მეტად ვწვალობთ, ვიდრე შვეიცარიასთან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ითამაშა, გერმანიასთან ან უკრაინასთან. მომავალი თამაშის წინ საკმაოდ შეშფოთებული ვარ.

თუ ჩვენ ახლა ხარიასხიანი თამაში, მოქმედებებში სიზუსტე, გამჭრიახობა და სიმსუბუქე არ გვყოფნის, შემდეგ შეხვედრაშიც იმავე იქნება. თუმცა, ესპანეთი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა მოხვდეს. ჩვენ არ მუნდიალზე ვერგასვლის ვარიანტს არ განვიხილავთ“ – განაცხადა ენრიკემ საქართველოსთან მატჩის მერე გამართულ პრესკონფერენციაზე.