თორნიკე შენგელიას 15 ქულა VTB ლიგაში

0
9

მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, VTB-ლიგაში იოლი გამარჯვება მოიპოვა. არმიელებმა უნივერსალურ სპორტულ კომპლექსში ყაზანის “უნიკსს” უმასპინძლეს და 102:86 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 25:26 წუთი ითამაშა და გუნდს 15 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 2-2 მოსხნა და პასი, ასევე 1 ჩაჭრაა. თორნიკემ ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური მიიღო. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 10 იყო, პლუს/მინუს კოეფიციენტი კი – 7.

VTB ლიგაში ცსკა 20-დან 15 მოგებული მატჩით მე-2 ადგილზეა. ქართველი ფორვარდის გუნდმა სწორედ უნიკსს გადაასწრო (15 მოგება). ზენიტი კი 18 გამარჯვებით ლიდერობს. 5 აპრილს ცსკა სწორედ ზენიტს ესტუმრება.