სტეფანი ფრაპარი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

0
13

სტეფანი ფრაპარი პირველი ქალი არბიტრია, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი შეხვედრა იმსაჯა.

ფრანგი არბიტრი მუნდიალის 2022 წლის შესარჩევი ციკლის G ჯგუფში ნიდერლანდები-ლატვიას მატჩს მოემსახურა, რომელის მასპინძლებმა ბერგუისის (32-ე წუთი) და ლუკ დე იონგის (69-ე წუთი) გოლებით მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ფრაპარს მამაკაცი ასისტენტები ჰყავდა – გიომ დებრი და მიქაელ ბერშებრიუ, ხოლო სათადარიგო მსაჯი ჟერემი პინიარი იყო.

აქვე გეტყვით, რომ დღეს გასამართი ავსტრია-ფარერების თამაშის მთავარი მსაჯი ასევე ქალი იქნება – უკრაინელი ეკატერინა მონზული.

როგორც ფრაპარის შემთხვევაში, მას ასევე მამაკაცი ასისტენტები ეყოლება: თანამემამულეები ალექსანდრ ჟუკოვი, ვიქტორ მატიაში და დენის შურმანი.