მიტროვიჩი სერბეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

0
4

ალექსანდრ მიტროვიჩი იუგოსლავიისა და სერბეთის ნაკრებების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ჯგუფის მეორე ტურში სერბეთმა პორტუგალიას უმასპინძლა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

პორტუგალია პირველი ტაიმის მე-11 და 35-ე წუთებზე დიოგო ჟოტას მიერ გატანილი გოლებით დაწინაურდა.

სერბეთმა, რომელსაც ამ ქვეყნის ლეგენდარული ფეხბურთელი დრაგან სტოიკოივიჩი წვრთნის ანგარიში 46-ე წუთზე მიტროვიჩის დარტყმის მერე შეამცირეს, ხოლო კოსტიჩმა მე-60 წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო და მასპინძლებს ქულა გადაურჩინა – 2:2.

მიტროვიჩმა სანაკრებო კარიერაში 39-ე გოლი გაიტანა და სტეფან ბობეკს აჯობა, რომელიც 38 გოლით გუსინდელ თამაშამდე იუგოსლავიის ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდიდი იყო.

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიას შეიცვლელად უკაპიტნა და ძირითადი დროსთვის დამატაბულ მე-3 წუთზე გოლი არ ჩაუთვალა – მსაჯმა მიიჩნია, რომ მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი არ გადაკვეთა.

ბოლო 4 მატჩია რონალდუს ნაკრების მაისურით გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.