ლუქსემბურგის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სენსაცია გამოაცხო.
ლუკ ჰოლცი შეგირდებმა სტუმრად ირლანდიის ნაკრებს 1:0 აჯობა. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე ჟერსონ როდრიგესმა გაიტანა.
ლუქსემბურგმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში სტუმრად 28-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს – 22 წაგება და 6 ფრე.
დუბლინში სტუმრობამდე ლუქსემბურგელებმა ბოლოს სტუმრად 2008 წელს შვეიცარიასთან გაიმარჯვეს – 2:1/
აღსანიშნავია, რომ მუნდიალების და ევროპირველობების შესარჩევ ციკლებში ლუქსემბურგმა სტუმრად 124 თამაში ჩაატარა და 3 მოიგო -111 წააგო და 10 ფრედ დაასრულა.
