ბორჯღალოსნებმა რუმინეთი დაამარცხეს

0
3

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩში რუმინეთს 28:17 სძლიეს, 18 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გამაგრდნენ და მეტოქეებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომლები არიან.

თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს ოფიციალურად ივნისში ჩავიბარებთ (დასკნით მატჩში 26/27 მარტს ბელგიას, ან ნიდერლანდებს ვმასპინძლობთ), მანამდე კი საქართველომ მე-14-ედ შემართა რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასი“.

მე-20 წუთზე შალვა მამუკაშვილის წითელი ბარათის გამო, მოედანზე ბორჯღალოსნები მთელი საათი კაცნაკლულნი დარჩნენ. მიუხედავად ამისა, საქართველო უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს სამი ლელო გაუტანა – პირველ ტაიმში საჯარიმო, მეორეში კი ბექა გიგაშვილმა და აკა ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძემ ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო საბოლოო წერტილი გიორგი ბაბუნაშვილმა არეკნით დასვა. ის მეორე სანაკრებო მატჩს ატარებდა და პირველი ქულები აიღო.