საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანელებთან მატჩის წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი მოისაკლისა.
ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, მასპინძლებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხვალ თბილისში ესპანელებთან გასამართ შეხვედრაში ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარება.
“უფას” მცველი თამაშამდე გამართულ ვარჯიშზე დაშავდა. მანამდე, კუნთის ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა.
