მერაბ შარიქაძე:”გულშემატკივრების ემოცია თითოეული მოთამაშისთვის ბევრს ნიშნავს”

0
3

რუმინეთთან ხვალ გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნებმა „მიხეილ მესხზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგ გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მერაბ შარიქაძე: “მთელი სიამოვნება, რაც სპორტსმენობას შეეხება გულშემატკივრებთანაა დაკავშირებული. მათი ემოცია და ატმოსფერო, თითოეული მოთამაშისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ვარ, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს და შეგვიძლია გულშემატკივრის გახარება”.

შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 28 მარტს 15 საათზე, „მიხეილ მესხზე“ დაიწყება და მას გულშემატკივართა მესამედი დაესწრება.