კუტალიას მეოთხე გოლი ისრაელში

0
12

ლევან კუტალიამ ისრაელის რანგით მეორე ლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

28-ე ტურში უმ ალ-ფაჰმის „ჰაპოელი“, რომლის ღირსებას ქართველი თავდამსხმელი იცავს, სტუმრად ქფარ ჰალემის „ჰაპოელს“ შეხვდა და 2:1 აჯობა.

კუტალია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე სტუმრების მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, კარის წინ მდგომმა ქართველმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა.

32-ე წუთზე სტუმრებმა მეტოქის კარი მეორედ აიღეს, ხოლო მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა შეხვედრის ბოლოს შეამცირეს.

კუტალიამ ისრაელის მეორე ლიგაში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო- ერთი ჰეთ-თრიქი შეასრულა. ასევე, მან ერთი გოლი ისრაელის თასზე გაიტანა.

„ჰაპოელი“ 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-13 პოზიცაზეა.