გიორგი ლორია:”სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრები სტადიონზე ბრუნდებიან”

0
5

გიორგი ლორიას სტადიონზე გულშემატკივრების დაბრუნება ახარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში ხვალ თბილისში ესპანელებთან ჩასატარებელ თამაშამდე განაცხადა.

გიორგი ლორია:”

ფსიქოლოგიურად ყველა თამაშისთვის მზად ვარ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ესპანეთის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული მოტივაციაა. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ხვალინდელ თამაშში ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, დანარჩენი კი, მოედანზე გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ მატჩი ისე წარიმართება როგორც ამას ჩვენი მთავარი მწვრთნელი დაგეგმავს და ყველანი ერთად დადებით შედეგს მივაღწევთ.

სასიამოვნოა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სტადიონზე ჩვენი გულშემატკივრები ბრუნდებიან, ისინი ბოლოს ეროვნული ნაკრების მატჩს 2019 წელს დაესწრნენ და მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ძალიან გვიხარია, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გულშემატკივრები დაგვეხმარებიან, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით მათ გამარჯვების სიხარული დავუბრუნოთ.”

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 28 მარტს თბილისის დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას, კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის, შემდეგ ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. ეროვნულ გუნდს სტადიონიდან 15 500 ადამიანი უქომაგებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.