ბითაძემ სტუმრად „დალასთან“ მოიგო

0
7

„ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებას გოგა ბითაძე იცავს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში სტუმრად „დალას მავერიქსი“ 109:94 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე არასრული 11 წუთი გაატარა და 6 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა, 3 დაფარება, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა.

21 წლის ბითაძემ 4-დან სამი 2-ქულიანი ჩააგდო, ხოლო ეთი 3-ქულიანი გააცუდა.

„პეისერსში“ მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულას 6 მოხსნა მიამატა, ხოლო დომანტას საბონისმა 22 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.

„დალასში“ გუნდის ლიდერ სლოვენიელ ლუკა დონჩიჩს არ უთამაშია. მის არყოფნაში ორმაგი დუბლი ლატვიელმა ცენტრმა კრისტაპს პორზინგისმა შეასრულა – 31 ქულა და 18 მოხსნა.