ლუის ენრიკე: „1:0 უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა“

0
3

ლუის ენრიკეს თქმით, ესპანეთის ეროვნული გუნდი საბერძნეთის ნაკრებთან ფრეს არ იმსახურებდა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის სასტარტო მატჩში ესპანელებმა ბერძნებს უმასპინძლებს და მხოლოდ ქულა აიღეს – 1:1.

„ყოველ თამაშს თავისი სიძნელე ახლავს. საბერძნეთი თავს კარგად იცავდა. ჩვენ მოედნის ბოლო მესამედზე სილაღე და გამჭრიახი თამაში გვაკლდა.

ფრეს შეფასება ჩემი საქმე არაა. არ ვფიქრობ, რომ ფრეს ვიმსახურებდით. ჩემი აზრით 1:0 უფრო სამართლიანი ანგარიში იქნებოდა. ის ამოცანები, რომლებიც თამაშის წინ დავსახეთ, ვერ გადავჭერით“ – იუწყება ენრიკეს სიტყვებს ესპანური მედია.

ესპანელები მსოფლიო შესარჩევში მეორე თამაშს 28 მარტს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე “დინამო არენაზე” ჩაატარებენ.