გურამ კაშია: “ნაჩვენები შედეგით ბედნიერი არ ვარ”

0
5

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ გურამ კაშიას მიაჩნია, რომ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრაში, მის გუნდს შვედებთან (0:1) მატჩში მინიმუმ ქულა უნდა აეღო.

გურამ კაშია: “პირველ ყოვლისა,  მსურს დებიუტანტებს მივულოცო ეროვნულ ნაკრებში გამართული პირველი შეხვედრა. ვთვლი, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდში ახალი ენერგიაა და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო, ამისთვის საკმარისი მომენტები გვქონდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც მწვრთნელს სურდა და ამ ორ დღეში შევისწავლეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ნაჩვენები შედეგით ბედნიერი არ ვარ.”