გიორბელიძე:”ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო”

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტს გურამ გიორბელიძეს მიაჩნია, რომ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის სასტარტშო შეხვედრაში, მის გუნდს შვედეთთან (0:1) სტუმრად ჩატარებულ მატჩში ცოტა რომ გამართლებოდა, ქულას აიღებდა.

გურამ გიორბელიძე:“მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტა, რომ გაგვმართლებოდა ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო.

შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს, შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ.”