შენგელიამ ცსკას ბელგრადელებთან მატჩში ულიდერა

0
6

მოსკოვის ცსკა-მ, სადაც თორნიკე შენგელია ასპარეზობს, ევროლიგის რეგულარული სეზონის 31-ე ტურში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ მიიღო და 87:72 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 27 წუთში თავის გუნდში ყველაზე მეტი 16 ქულა დააგროვა.

გარდა ამისა, შენგელიას ანგარიშზე 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრაა. თოკომ 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან ერთი 3-ქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

მისი მარგი ქმედებისს კოეფიციენტი 23 იყო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ ჰეკეტს ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

ცსკა 18 გამარჯვებით და 8 მარცხით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მოსკოველებმა ევროლიგის პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს.