პრემიერ ლიგის მომავალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

0
3

ინგლისის პრემიერ ლიგაში მომავალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია.

პრემიერ ლიგის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2021-2022 წლების სეზონის სტარტს 14 აგვისტოს აიღებს.

ტურნირი 2022 წლის 22 მაისს დასრულდება და ბოლო ტურში ერთდროულად დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი 2020 წლის 12 სექტემბერს დაიწყო და 23 მაისს დასრულდება.

ამჟამად, პრემიერ ლიგას „მანჩსტერ სიტი“ ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 14 ქულით ასწრებს. თუმცა, „იუნატედმა“ თანაქალაქელებზე ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს.