„ფენერბაჰჩეს“ ლიოვის დაბრუნება სურს

0
4

თურქეთის „ფენერბაჰჩეს“ მთავარ მწვრთნელად იოახიმ ლიოვის მიწვევა სურს, იუწყება გერმანული გამოცემა Bild.

61 წლის სპეციალისტი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის მერე დატოვებს.

ის ბუნდესნაკრებს 2006 წლიდან ავარჯიშებს და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2017 წელს კონფედერაციათა თასი მოაგებინა.

გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით გერმანელებმა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე და მსოფლიო 2010 წლის პირველობაზე ვერცხლის მედლები აიღეს.

ამასთანავე, ლიოვის გაწვრთნილი გუნდი ევრო-2012-ზე და ევრო-2016-ზე ნახევარფინალში გავიდა.

გერმანელი სპეციალისტისთვის „ფენერბაჰჩეს“ უცხო ნამდვილად არაა, რადგან ამ გუნდს 1999-2000 წლების სეზონში ავარჯიშებდა.

ლიოვს საკლუბო დონეზე ასევე „შტუტგარტი“, „კარსლრუე“, თურქეთის „ადანასფორი“, ავსტრიის „ტიროლი“ და „აუსტრია“ გაუწვრთნია.