მოდრიჩის რეკორდი და მარცხი სლოვენიასთან

0
5

ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით დარიო სრნას რეკორდი გაიმეორა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის H ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში გასული მუნდიალის ფინალისტი სტუმრად სლოვენიასთან 0:1 დამარცხდა. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი მე-15 წუთზე ლოვრიჩმა გაიტანა.

მოდრიჩი სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა. მან ხორვატების მაისურით კარიერაში 134-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით დონეცკის „შახტარის“ ექსკაპიტან დარიო სრნას გაუთანაბრდა, რომელმა ეროვნულ გუნდში თამაში 2016 წელს დაასრულა.

35 წლის მოდრიჩმა ნაკრებში 16 გოლი გაიტანა და რუსეთში 2018 წელს გამართულ მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიგო. მაშინ, ხორვატები ფინალში საფრანგეთთან 1:4 დამარცხდნენ.